პროექტი-შევიცნო ჩემი ქალაქი (გეგმა)
პროექტის გეგმა
1.პროექტის დასახელება: შევიცნო ჩემი ქალაქი
2.პროექტში მონაწილეობენ: III–ვ კლასის მოსწავლეები (11 გოგონა;12ბიჭი)
3. პროექტის აქტუალობა/რატომ არის ეს პროექტი მნიშვნელოვანი ჩვენთვის:
ხშირად დაგვყავს მოსწავლეები ქალაქგარეთ, ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ღირსშესანიშნაობების სანახავად (რაც ძალიან კარგია), თუმცა აღმოჩნდებახოლმე, რომ კარგად არ ვიცნობთ საკუთარ ქალაქს, მის ისტორიას, ქალაქთან დაკავშირებულ სხვა მეტად მნიშვნელოვან ინფორმაციას.
4.პროექტის მიზანი: უფრო ახლოს გავიცნოთ ჩვენი ქალაქი,მისი ისტორია, ისტორიული უბნები, ტაძრები, მუზეუმები, თეატრები, პარკები,
კურსისმოკლეაღწერილობა
|
პროექტი გრძელვადიანია და მოიცავს თითქმის ერთ სასწავლო წელს.
ქუთაისი უდიდესი ისტორიის მქონე ქალაქია, ამიტომ შეუძლებელი იქნებოდა მისი მოკლე დროში შეცნობა. უამრავი მნიშვნელოვანიკულტურული ძეგლის მონახულება და მასზე ინფორმაციის შეგროვება. ამიტომ დაიგეგმა:
შეაგროვონ ინფორმაცია ქალაქის შესახებ.
მოინახულონ ბაგრატისა და ხარების ტაძრები, ებრაული სინაგოგა.
დაათვალიერონ ქალაქის ისტორიული უბნები.
ეწვიონ ქალაქის მუზეუმებს ( ეთნოგრაფიული, დიდების, სპორტული)
კურსის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნობიან ქალაქში არსებულ თეატრებს: ლ.მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფოდრამატულ თეატრს , ი. გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრსა და ნიღბების თეატრს. სასცენო ხელოვნებას, სცენისა და რეკვიზიტების დანიშნულებასა და მნიშვნელობას.
მოივლიან ქალაქის პარკებსა და ბაღებს და შეკრებენ მათზე ინფორმაციას
|
6. განსახორციელებელი ამოცანები:
ამოცანის დასახელება და მოკლე აღწერა
|
ვადა
|
მოსალოდნელი შედეგის მოკლე აღწერა
|
ამოცანისგანსახორციელებლად საჭირორესურსები
|
პასუხისმგებელი პირი
|
1.პროექტის მიზნის გაცნობა მშობლებისა დაბავშვებისათვის. თეორიული მასალის გაცნობა. ქალაქში გადაადგილებისას ქცევის წესებისშემუშავება.
|
/2 სთ/
|
კურსის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნობიან დავალებებს და მასწავლებელთან ერთადშეიმუშავებენ ქცევის წესებს.
|
წინასწარშედგენილისამუშაო გეგმა.
|
მასწავლებელი
|
2. ოქტომბერი-
ქალაქის ისტორიის შესახებ ინფორმაციის მოძიება, შეკრება-შეგროვება
|
/1 თვე/
|
შეაგროვებენ იფორმაციას და განიხილავენმასწავლებელთან ერთად
|
კომპიუტერი, ფურცლები, კალმები, მშობელთაჩართულობა.
|
მასწავლებელი
|
3.ნოემბერი-
ტაძრების მონახულება:
ბაგრატის ტაძარი;
ხარების ეკლესია;
სინაგოგა
4. დეკემბერი-
თეატრების (მესხიშვილის, თოჯინების, ნიღბების)დათვალიერება-გაცნობა. ქუთაისის ლ. მესხიშვილისსახელობის თეატრში შერჩეული სპექტაკლის ნახვა.
|
/ /
|
მოსწავლეები გაეცნობიან ტაძრების ისტორიას.შეძლებენ განასხვავონ ქრისტიანული და ებრაულიტაძრები
ტრანსფერის უნარის განვითარება. მოსწავლეებიშეძლებენ სკოლაში თეორიულად შედგენილიწესების პრაქტიკაში გამოყენებას
|
მშობელთაჩართულობა
ლ. მესხიშვილისთეატრი -საბავშვოსპექტაკლის ნახვა
|
მასწავლებელი; მშობელთაკომიტეტი; მშობლები
|
5. მარტი-
მუზეუმების მონახულება
|
/1 თვე/
|
განუვითარდებათ ნანახის გაგება–გააზრებისა დაგაანალიზების უნარი.
|
ტრანსპორტი, მშობელთაჩართულობა
|
მასწავლებელი;
|
6. აპრილი-
ისტორიული უბნების მოვლა
|
1 თვე
|
მოსწავლეები მოივლიან ქუთაისის ისტორიულუბნებს. ნახავენ ,,ოქროს ჩარდახს, კლასიკურგიმნაზიას და ა. შ
|
შიდა საქალაქოტრანსპორტი. მშობლები
|
მაწავლებელი/მმასწავლებლები
|
7. მაისი-
ქალაქის პარკებსა და სკვერებში გასეირნება-დასვენება
|
/1თვე/
|
ბუნებაზე დაკვირვება; მათთვის საინტერესომცენარეების შეგროვება ბოტანიკურ ბაღში
|
კალათები-მცენარეებისშესაგროვებლად, ხელთათმანები
|
მასწავლებელი//მასწავლებლები
|
6. პროექტის შეჯამება
|
/2 სთ/
|
გააანალიზებენ წლის განმავლობაში შესრულებულაქტივობებს და შეაჯამებენ. ისაუბრებენ დადებითდა უარყოფით მხარეებზე. სამომავლო გეგმებზე.
|
მომზადებულიპრეზენტაციები.
პროექტორი
|
მასწავლებელი
|
7. პროექტის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მოსწავლეები გაეცნობიან ქუთაისში არსებულ თეატრებს.
განუვითარდებათ ემპათიის უნარი
ჩამოუყალიბდებათ სამყაროს მშვენიერების არქმის უნარი; წაროსახვის, შემოქმედებითობი,თვითგამოხატვის, კრიტიკული აზროვნების უნარები.
ჩამოუყალიბდებათ ეროვნული ცნობიერება.
გარემოზე დაკვირვების შედეგად მიღებული შთაბეჭდილებების ასახვა.
მოსწავლეებს განუვითარდებათ შემდეგი სასიცოცხლო უნარ-ჩვევები:
შემოქმედებითობა;
თანამშრომლობა (მეწყვილესთან, ჯგუფის წევრებთან);
სტრატეგიების გააზრებულად გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით;
8. ხელისშემშლელი ფაქტორები/შესაძლო რისკები
ჯანმრთელობასთან დაკავშირბული პრობლემები
9.პროექტის შუალედური და საბოლოო შეფასება
პროექტის შეფასება
ამოცანები
|
მოსალოდნელიშედეგები
|
შეფასებისფორმა
|
თარიღი
|
მიიღო თუ არა მონაწილეობა ქცევის წესების შემუშავებაში
| |||
გაანალიზა თუ არა ნანახი
| |||
შეძლო თუ არა ყველა აქტივობაში აქტიურად მონაწილეობა
| |||
მოიძია თუ არა ინფორმაცია; გამოხატა თუ არა ღირსშესანიშნაობებისა და სპექტაკლის ნახვითმიღებული შთაბეჭდილებები
| |||
როგორ შეასრულა დაკისრებული მოვალეობა?
|
პროექტის შუალედური შეფასების რუბრიკა
პროექტის განხორციელების პროცესში მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი
დაკვირვების საგანი
|
კომენტარები
|
შედგა თუ არა თანამშრომლობა ჯგუფში
| |
იყვნენ თუ არა მოსწავლეები მოტივირებულნი და რამ განაპირობა მათი მოტივაცია
| |
აგრძელებდნენ თუ არა მოსწავლეები მუშაობას გაკვეთილების შემდეგ
| |
ჰქონდა თუ არა მათ შეხვედრებს პროექტის განხორციელებისას სისტემატური და საქმიანი ხასიათი
| |
იყვნენ თუ არა ჯგუფში პასიური მოსწავლეები და რა იყო მათი პასიურობის მიზეზი
| |
იმოქმედა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესმა მათ მოსწრებაზე
|
პროექტზე მუშაობის პროცესში თვითშეფასება და ურთიერთშეფასების რუბრიკა
ჯგუფისმეგობარი
5
|
ჯგუფისმეგობარი
4
|
ჯგუფისმეგობარი
3
|
ჯგუფისმეგობარი
2
|
ჯგუფისმეგობარი
1
|
თვითშეფასება
| |
რა შრომა გასწია მან ჯგუფის მუშაობაში (მაქს.5 ქულა)
| ||||||
რამდენი კარგი იდეა შესძინა ჯგუფს (მაქს.5 ქულა)
| ||||||
რამდენად პოზიტიურად და ჯგუფისთვის სასარგებლოდ შეეძლო მას ჯგუფის სხვაწევრების იდეები და წინადადებები მოესმინა, მიეღო და გაეთვალისწინებინა
(მაქს.5 ქულა)
| ||||||
რამდენად პასუხისმგებლობით და საიმედოდ ასრულებდა იგი მისდამიინდივიდუალურად დაკისრებულ საქმეს? (მაქს.5 ქულა)
| ||||||
რა წვლილი შეიტანა მან ჯგუფის საერთო პროდუქტის შექმნაში (მაქს.5 ქულა)
|
პროექტის ხელ–ლი: თამარ ბერაძე
თეატრი ჩემს კლასში
პროექტის გეგმა
1.პროექტის დასახელება:
„ საახალწლო ზღაპარი“
2.პროექტში მონაწილეობენ: მე-2–ვ კლასის მოსწავლეები (10 გოგონა;11 ბიჭი)
3. პროექტის აქტუალობა/რატომ
არის ეს პროექტი მნიშვნელოვანი ჩვენთვის:
ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პირობებიდან გამომდინარე მშობლები
დროის სიმცირის გამო ხშირად ვერ ახერხებენ შვილების თეატრში წაყვანას. ამიტომ თვალშისაცემია მათი ესთეტიკური
უნარების დეფიციტი. არ იციან , როგორ უნდა მოიქცნენ თეატრში. ნაკლებად აქვთ განვითარებული
მოსმენის კულტურა, აპლოდისმენტების, ოვაციის გამოხატვის უნარ-ჩვევები.
4.პროექტის მიზანი:
მოსწავლეებში, თეატრალური ხელოვნების
საშუალებით, შემოქმედებითი უნარის
განვითარება. სასცენო და საპრეზენტაციო
უნარების განვითარება.
5. პროექტის მუშაობის
ვადები: 2017 წლის დეკემბერი (2 კვირა)
კურსის მოკლე აღწერილობა
|
კურსის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნობიან
თეატრთან დაკავშირებულ საკითხებს.
თეატრის ისტორიას.გაეცნობიან ქუთაისის
ლ.მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს . სასცენო
ხელოვნებას. სცენისა და რეკვიზიტების დანიშნულებასა და მნიშვნელობას.
შეარჩევენ სცენარს მასწავლებლის
ხელმძღვანელობით, გაინაწილებენ როლებს და
მოაწყობენ მკითხველის თეატრს. დადგამენ სპექტაკლს.
|
6. განსახორციელებელი
ამოცანები:
ამოცანის დასახელება
და მოკლე აღწერა
|
ვადა
|
მოსალოდნელი
შედეგის მოკლე აღწერა
|
ამოცანის განსახორციელებლად
საჭირო რესურსები
|
პასუხისმგებელი
პირი
|
1.პროექტის მიზნის გაცნობა. თეორიული მასალის
გაცნობა. ზოგადად თეატრისა და მისი
მნიშვნელობის გაგება.
თეატრში ქცევის წესების შემუშავება.
|
/1 სთ/
|
კურსის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნობიან
თეატრთან დაკავშირებულ საკითხებს.
თეატრის ისტორიას.
|
წინასწარ დაგეგმილი საუბარი თეატრის ისტორიის შესახებ.
|
მასწავლებელი
|
2. ექსკურსია ლ.მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო
დრამატულ თეატრში.შეხვედრა მსახიობებთან და პროფესიაზე ,,მსახიობობა“ საუბარი.
|
/1 სთ/
|
გაიცნობენ
პროფესიას–,,მსახიობს“ და გამოხატავენ საკუთარ დამოკიდებულებას ამ პროფესიის მიმართ.
|
ადამიანური რესურსი: მოწვეული მსახიობი. თეატრის დათვალიერება და სასცენო
რეკვიზიტების გაცნობა.
|
მასწავლებელი
|
3. ქ. ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის თეატრში
შერჩეული სპექტაკლის ნახვა.
|
/1 სთ/
|
ტრანსფერის უნარის განვითარება. მოსწავლეები შეძლებენ სკოლაში თეორიულად
შედგენილი წესების პრაქტიკაში გამოყენებას
|
ლ. მესხიშვილის
თეატრის 20 ბილეთი. საბავშვო სპექტაკლი– ,,ინდაური ინდიკოს საახალწლო თავგადასავალი“
|
მასწავლებელი;
მშობელთა კომიტეტი; მშობლები
|
4. ნანახი სპექტაკლის ანალიზი; კედლის გაზეთზე ,,ჩემი
თეატრი“ მუშაობა.
|
/1 სთ/
|
განუვითარდებათ ნანახის გაგება–გააზრებისა და გაანალიზების უნარი.
|
პერსონაჟების
დაზასიათება. დადებითი და უარყოფითი გმირების გარჩევა.
|
მასწავლებელი;
|
5.
საახალწლო სპექტაკლის შერჩევა და როლებში განაწილება.(როლების ამოწერა)
|
/1სთ/
|
მოსწავლეები ამოიცნობენ ტექსთის სტრუქტურას; (მოიძიებენ დიალოგის შემცველ
ტექსტს)
|
მასწავლებელი
|
|
6. სამაგიდო რეპეტიციები.(როლების შესწავლა)
|
/2 სთ/
|
სასცენო ხელოვნებაზე დაკვირვება.
უკვე
შესწავლილ ნაწარმოებებს გაინაწილებენ, როლებში და მოაწყობენ მკითხველთა თეატრს.
|
ფურცელზე წინასწარ ამოწერილი როლები
|
მასწავლებელი
|
7. აფიშისა
და რეკვიზიტების დამზადება /1 სთ/
|
2 სთ
|
მოსწავლეები
გააცნობიერებენ აფიშის, სცენის და რეკვიზიტების დანიშნულებას და მნიშვნელობას.
შეძლებენ
თვითონაც დაამზადონ აფიშები და საჭირო რეკვიზიტები, როლების მიხედვით.
|
თაბახისა და ფერადი ფურცლები;
ფლიფჩარტები; წებო, მაკრატელი; მარკერები; ფერადი ფანქრები.
|
მასწავლებელი;
|
8. მუსიკალურ
გაფორმებაზე მუშაობა/ /1 სთ/
|
/1 სთ/
|
მოსწავლეები შეძლებენ მუსიკალური ნაწარმოები შეუსაბამონ ლიტერატურულ
ნაწარმოებს, რიტმისა და ჟანრის მიხედვით.
|
მაგნიტოგონი.
სხვადასხვა მელოდიები (მხიარული, ,სწრაფი, ნელი და ა.შ.)
|
მასწავლებელი
|
9. სპექტაკლის პრემიერა. მკითხველის თეატრი
|
1 სთ
|
დადგამენ სპექტაკლს.
|
სცენა; რეკვიზიტები
|
მასწავლებელი.
|
7. პროექტის
ბოლოს მისაღწევი შედეგები:
·
მოსწავლეებს განუვითარდებათ სასცენო უნარები.
·
დაეუფლებიან მართლმეტყველების ნორმებს.
·
ისაუბრებენ თეატრთან დაკავშირებული ტერმინოლოგიით.
·
მოსწავლეები გაეცნობიან
ქუთაისში არსებულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს.
·
განუვითარდებათ ემპათიის
უნარი
·
ჩამოუყალიბდებათ დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და
რეფლექსური აზროვნების უნარი;
·
მოხდება სააზროვნო
მოქმედებათა (ანალიზი, შედარება, განზოგადება)
უნარების განვითარება ენობრივ (ტექსტობრივ) საფუძველზე;
·
ტექსტებთან შემოქმედებითი (თავისუფალი) დამოკიდებულების გამომუშავება;
მოსწავლეებს
განუვითარდებათ შემდეგი სასიცოცხლო უნარ-ჩვევები:
·
შემოქმედებითობა;
·
თანამშრომლობა (მეწყვილესთან, ჯგუფის წევრებთან);
·
სტრატეგიების გააზრებულად გამოყენება სასწავლო საქმიანობის
ხელშეწყობის მიზნით;
8. ხელისშემშლელი
ფაქტორები/შესაძლო რისკები
·
რადგან ზამთრის თვე ავირჩიეთ შესაძლებელია,
ამინდების გაუარესების გამო მოსწავლეებში
გავრცელდეს ვირუსები და ვერ მოახერხონ სკოლაში მოსვლა.
·
ხშირი
გაცდენები.
9.პროექტის შუალედური და საბოლოო შეფასება
პროექტის შეფასება
ამოცანები
|
მოსალოდნელი
შედეგები
|
შეფასების ფორმა
|
თარიღი
|
მიიღო თუ არა
მონაწილეობა თეატრში ქცევის წესების შემუშავებაში
|
დადებითი
|
15.12–29.12
|
|
გაანალიზა თუ
არა ნანახი თეატრალური წარმოდგენა
|
დადებითი
|
||
შეძლო თუ არა
სახელმძღვანელოდან შესაბამისი ლიტერატურის შერჩევა?
|
დადებითი
|
||
დაამზადა თუ
არა შესაბამისი რეკვიზიტი?მოიძია მასალა კედლის გაზეთისათვის; გამოხატა სპექტაკლის
ნახვით მიღებული შთაბეჭდილებები
|
დადებითი
|
||
როგორ შეასრულა
როლი?
|
დადებითი
|
– საუკეთესო
–კარგი
პროექტის შუალედური
შეფასების რუბრიკა
პროექტის განხორციელების
პროცესში მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი
დაკვირვების
საგანი
|
კომენტარები
|
შედგა თუ არა თანამშრომლობა ჯგუფში
|
ჯგუფში თანამშრომლობა
წარმატებით შედგა,მოულოდნელიც კი იყო, ასეთი პატარები როგორი მონდომებითა და ინტერესით
მიუდგნენ პროექტს
|
იყვნენ თუ არა მოსწავლეები მოტივირებულნი და რამ განაპირობა მათი მოტივაცია
|
მართალია, ბავშვები
ამ ასაკში (მეორე კლ) განებივრებული არიან თოჯინების თეატრის სპექტაკლების ნახვით,
მაგრამ მათთვის ,,დიდი თეატრი“ საოცნებო და განმაცვიფრებელი ადგილი აღმოჩნდა, თეტრის სრულად დათვალიერებამ (მშობლებთან ერთად), მსახიობებთან
გასაუბრებამ, მათთან უშუალო კავშირმა პატარებზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა
|
აგრძელებდნენ თუ არა მოსწავლეები მუშაობას გაკვეთილების შემდეგ
|
ორი კვირის
განმავლობაში მოსწავლეები და მასწავლებელი დაუღალავად შრომობდნენ მაქსიმალური შედეგის
მისაღწევად
|
ჰქონდა თუ არა მათ შეხვედრებს პროექტის განხორციელებისას სისტემატური
და საქმიანი ხასიათი
|
ამ ხნის განმავლობაში
მოახერხეს ბავშვებმა კლასში დაემზადებინათ
მასწავლებლის მითითებითა და დახმარებით აფიშა, შემდეგ კედლის გაზეთი და ა. შ
|
იყვნენ თუ არა ჯგუფში პასიური მოსწავლეები და რა იყო მათი პასიურობის მიზეზი
|
ყველანი აქტიურად
იყვნენ ჩართულნი აღნიშნულ პროექტში
|
იმოქმედა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესმა მათ მოსწრებაზე
|
შედეგმა მოლოდინს
გადააჭარბა, სცენაზე პატარა მსახიობები იდგნენ, მეტყველებით, ქცევით, ურთიერთდახმარებით გამორჩეულნი. აღსანიშნავია ნამდვილად მშობელთა
ჩართულობა და მოტივაცია, რაც იმაშიც გამოიხატა, რომ პროექტის დასრულების შემდეგაც
გრძელდება ასეთი აქტივობები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მოზარდების სულიერი სამყაროს
განვითარებისათვის. მსგავსი აქტივობები გრძელდება...
|
პროექტზე მუშაობის პროცესში თვითშეფასება და ურთიერთშეფასების
რუბრიკა
ჯგუფის მეგობარი
5
|
ჯგუფის მეგობარი
4
|
ჯგუფის მეგობარი
3
|
ჯგუფის მეგობარი
2
|
ჯგუფის მეგობარი
1
|
თვითშეფასება
|
|
რა შრომა გასწია
მან ჯგუფის მუშაობაში (მაქს.5 ქულა)
|
||||||
რამდენი კარგი
იდეა შესძინა ჯგუფს (მაქს.5 ქულა)
|
||||||
რამდენად პოზიტიურად
და ჯგუფისთვის სასარგებლოდ შეეძლო მას ჯგუფის სხვა წევრების იდეები და წინადადებები
მოესმინა, მიეღო და გაეთვალისწინებინა
(მაქს.5 ქულა)
|
||||||
რამდენად პასუხისმგებლობით
და საიმედოდ ასრულებდა იგი მისდამი ინდივიდუალურად დაკისრებულ საქმეს? (მაქს.5 ქულა)
|
||||||
რა წვლილი შეიტანა
მან ჯგუფის საერთო პროდუქტის შექმნაში (მაქს.5 ქულა)
|
პროექტის ხელ–ლი: თამარ ბერაძე
https://drive.google.com/open?id=12MYtLRnqgw4DN36gi_NC5npICB5m-7wGVPp4Bf0hqRc
პროექტი ,,შევიცნო ჩემი ქალაქი" ნაბიჯი I
პროექტის ,,შევიცნო ჩემი ქალაქი'' პირველი ნაბიჯები; წინ მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები გველოდება!
N37 სკოლა III-ვ კლასი
N37 სკოლა III-ვ კლასი
პროექტი ,,შევიცნო ჩემი ქალაქი" ნაბიჯი II
გენიალური ქართველი კომპოზიტორის ზაქარია ფალიაშვილის შემოქმედება ჩვენი ეროვნული ღირსების ერთ-ერთი სიმბოლო და ქართული ეროვნული კულტურის ერთ–ერთი უდიდესი მონაპოვარია... მეტად მნიშვნელოვნად მიმაჩნია, მომავალი თაობა იცნობდეს ჩვენი ძირძველი ქალაქის ისტორიასა და მისი საამაყო შვილების ცხოვრებისეულ ეპიზოდებს. პროექტის ,,შევიცნო ჩემი ქალაქი" მიზანიც სწორედ ეს არის. 07.02.2019 წელს ვესტუმრეთ სახელგანთქმული კომპოზიტორის სახლ-მუზეუმს, ვესტუმრეთ და აღფრთოვანებული დავრჩით ხარების ტაძრის მეზობლად, რიონისპირა პატარა სახლისა და მის მკვიდრთა ისტორიების მოსმენით. მიხარია, რომ ჩემი პატარები ადრიდანვე ეზიარებიან ქართულ კულტურასა და ხელოვნებას!