понедельник, 14 января 2019 г.

საჩვენებელი გაკვეთილი თემაზე-,,არსებითი სახელის ბრუნება"

საჩვენებელი გაკვეთილი თემაზე-არსებითი სახელის ბრუნება
 გაკვეთილის  გეგმის ფორმა
     2

11.12 2018
მასწავლებლის სახელი , გვარი  :   თამარ ბერაძე
პირადი ნომერი : 56001000413
საგანი :  ქართული
სწავლებლის საფეხური /კლასი :  დაწყებითი III
მოსწავლეთა  რაოდენობა 23
გაკვეთილის თემა : გრამატიკა - არსებითი სახელის ბრუნება
გაკვეთილის მიზანი : მოსწავლემ შეძლოს ძირითადი ენობრივ-გრამატიკული საშუალებების სათანადოდ გამოყენება.
                                          მოსწავლემ უნდა გაიგოს და შეისწავლოს, რომ არსებითი სახელი დაბოლოებას იცვლის - იბრუნვის.

 გაკვეთილის  თემისა  და  მიზნის  შესაბამისობა  ეროვნული  სასწავლო  გეგმის  მოთხოვნებთან;
ქართ.დაწყ.(I).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს სათანადო სამეტყველო ქცევის გამოვლენა ნაცნობ საკომუნიკაციო სიტუაციაში.
·         ადეკვატურად რეაგირებს ნაცნობ სამეტყველო სიტუაციაში;

·         ადეკვატურად აღიქვამს ინფორმაციას;
ქართ.დაწყ.(I).15. მოსწავლემ უნდა შეძლოს წერის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.
·         • გადაიკითხავს და ჩაასწორებს საკუთარ ნაწერს, ჩაამატებს, ამოშლის ან გადასვამს ტექსტში სასურველ სიტყვას ან წინადადებას;
N
აქტივობის მიზანი და აღწერა
გამოყენებული მეთოდი / მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა / ფორმები
სასწავლო რესურსები

დრო (წთ)
1
აქტივობა1-კლასის ორგანიზება
 (მიზანი:)- მოსწავლეების მზაობა გაკვეთილისათვის.
·         გავაცნობ მოსწავლეებს გაკვეთილის მიზნებსა და შეფასების რუბრიკებს.

ვერბალური ახსნა.

მთელი  კლასი.
შეფასების რუბრიკები ;
დანართი ( 1)
1 წთ
2
.აქტივობა-2   დავალების შემოწმება.
(მიზანი): მოსწავლეთა ცოდნის დონის შემოწმება.
რამდენიმე მოსწავლეს წავაკითხებ საშინაო დავალებას, განვიხილავ. კლასს მივმართავ შეკითხვით:- განსხვავებულად შესრულებული დავალება  ხომ არ აქვს ვინმეს?


ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება
მთელი  კლასი.
საშინაო დავალების რვეული.

3წთ
3
აქტივობა:-3. წინარე ცოდნის გააქტიურება  ,,სლაიდი“
(მიზანი) მოსწავლეები გაიხსენებენ: 1. შესწავლილ მეტყველების ნაწილებს; 2. რას ეწოდება არსებითი სახელი; 3. რა კითხვები დაესმის; 4.გაასწორებენ შეცდომებს(ვინ? და რა? კითხვების სვეტში სწორად მიუთითებენ შესაბამის არსებით სახელებს);
5.ბავშვებს ვთხოვ სათითაოდ  სწრაფად უპასუხონ  ჩემ მიერ დასმულ შეკითხვებს: - სულიერია თუ  უსულოა- ბავშვი? ბურთი? გოგონა? მინდორი? პეპელა? ფოთოლი? სოკო? ძაღლი?
6.  რამდენ საგანს აღნიშნავს მხოლობითი რიცხვი? მრავლობითი?

ვერბალური ახსნა
ვიზუალური თვალსაჩინოების გამოყენებით.
მთელი კლასი.
ვიზუალური სქემა-სლაიდი
 პროექტორი,
კომპიუტერი
8 წთ
4
აქტივობა-4  მოსმენა, კითხვა მეტყველება;
(მიზანი) კონკრეტულ მაგალითებზე დაკვირვების შემდეგ ზოგადი წესის ჩამოყალიბება.
ბავშვების ყურადღებას შევაჩერებ კომიქსზე (გვ.69), რომელშიც მოცემულია ნახატები და ტექსტები, კერძოდ, გვხვდება სიტყვა ,,დევი“ შვიდი სხვადასხვა ფორმით;
 დავსვამ შეკითხვებს და პასუხს წავაკითხებ სხვადასხვა მოსწავლეს:
-სულ რამდენი პატარა ტექსტია? (შვიდი)
-რას ამბობს დევი? (მე დევი ვარ!)
-ყვავი რას ნატრობს? (ნეტავ, დევმა გაიმარჯვოს!)
-რა იკითხა ბავშვმა პირველად? (კოპალა დევს დაამარცხებს?)
-რა უპასუხა მას დედამ? (დევის დამარცხება ძნელია!)
-რას ამბობს გაოცებული კაცი, რომელიც დევისა და კოპალას ორთაბრძოლას უყურებს? (დევით შეშინებულ ხალხს კოპალა ეხმარება!)
-ბავშვს რა აზრი აწუხებს? (კოპალამ რომ წააგოს, დევადგადაიქცევა?)
-რას ეუბნება დევს კოპალა? (დევო, მიფრთხილდი!)
კითხვა-პასუხის პარალელურად ფლიფჩარტზე ჩამოვწერ ბავშვების მიერ ამოკითხულ პასუხებს და ერთ-ერთ მოსწავლეს ვთხოვ, შვიდივე წინადადებაში იპოვოს და გახაზოს არსებითი სახელი- ,,დევი“;
შევარჩევ სხვა მოსწავლეს და ვთხოვ, ყველა ხაზგასმული სიტყვა თანმიმდევრობით წაიკითხოს (დევი, დევმა, დევს, დევის, დევით, დევად, დევო)

ამორჩევით კითხვის სტრატეგია
მთელი კლასი.
ფლიფჩარტი, მარკერი, პლაკატი,
სახელმძღვანელო-ქართული,  ნ. გორდელაძე, თ. კუხიანიძე
8წთ
5
აქტივობა-მინილექცია
,არსებითი სახელის ბრუნება“
(მიზანი)ახალი გრამატიკული მასალის ათვისება)
მოსწავლეებს ვთხოვ, ჩაიხედონ წიგნში და მოძებნონ, რა წერია კომიქსის ქვეშ და დავსვამ კითხვას:
-რა ეცვლება ბრუნებისას არსებით სახელს? (დაბოლოება)
-რამდენჯერ აბრუნებ არსებით სახელს ქართულ ენაში?
-რომელ რიცხვშია არსებითი სახელი ,,დევი“ ამ წინადადებებში?
     
კონკრეტულ მაგალითებზე დაკვირვება



ჩუმი კითხვა
მთელი კლასი.
ფლიფჩარტი, მარკერი, პლაკატი,

 5წთ
6
აქტივობა-6 ჯგუფური მუშაობა
მიზანი:ერთმანმეთის დახმარებით შეძლონ სწორად მსჯელობა; ურთიერთთანამშრომლობა.
დავალებები:
I ჯგუფი- არსებითი სახელი ,,დევი“ მხოლობითი რიცხვიდან გადაიყვანე მრავლობით რიცხვში.
II გუფი- გაასწორეთ ხაზგასმული შეცდომები
III ჯგუფი- შეუსაბამე ზმნები არსებით სახელებს
IV ჯგუფი-ჩასვით სიტყვა ,,თაგვი“ შესაბამის ბრუნვაში

ურთიერთსწავლების მეთოდი



















ჯგუფური





















ფერადი ფურცლები,
თაბახის ფურცლები, მარკერი, სახელმძღვანელო; ქართული ენა ,ნინო გორდელაძე.
თინათინ კუხიანიძე.
7წთ
7
აქტ.7. პრეზენტაცია.
(მიზანი) მოსწავლეები წარადგენენ ნამუშევრებს.


ნამუშევრების პრეზენტაცია და შეფასება





მთელი კლასი.
ადამიანური რესურსი.
3სთ
8

















აქტივობა -8 გაკვეთილის შეჯამება;
ვაჯამებ გაკვეთილს და ვეკითხები მოსწავლეებს:

·         რა შევისწავლეთ დღევანდელ გაკვეთილზე?
·         რამდენი ბრუნვაა ქართულში?
·         შესაბამისად, რამდენჯერ იცვლება დაბოლოება?
·         რომელი აქტივობა მოგეწონათ ყველაზე მეტად?
·          რა გაგიჭირდათ?

·          რაში გამოვიყენებთ?




მთელი კლასი









ადამიანური რესურსი.
3წთ



















9
აქტივობა 9 ვაფასებ მოსწავლეებს;
აქტივობა -10 საშინაო დავალება
გვ.69- წერითი დავალება N2მოცემული სიტყვების გამოყენებით შეადგენენ წინადდადებებს

ვაფასებ მოსწავლეს განმავითარებელი კომენტარით.
მთელი კლასი.
ადამიანური რესურსი.


2წთ

ხელმოწერა :
თარიღი :
 დანართი(1)
                                                                        შეფასების რუბრიკა
ჩართულობა
კრიტერიუმები
დიახ
არა
ნაწილობრივ
საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის ხარისხი მაღალია.ყოველთვის უსმენს და თვალყურს ადევნებს მასწავლებელს.



იჩენს ინტერესს თემისადმი. ადეკვატურად პასუხობს დასმულ შეკითხვებს.



მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს.


















Комментариев нет:

Отправить комментарий