воскресенье, 24 февраля 2019 г.

პროექტი ,,შევიცნო ჩემი ქალაქი" ნაბიჯი II

      გენიალური ქართველი კომპოზიტორის ზაქარია ფალიაშვილის შემოქმედება ჩვენი ეროვნული ღირსების ერთ-ერთი სიმბოლო და ქართული ეროვნული კულტურის ერთ–ერთი უდიდესი მონაპოვარია... მეტად მნიშვნელოვნად მიმაჩნია, მომავალი თაობა იცნობდეს ჩვენი ძირძველი ქალაქის ისტორიასა და მისი საამაყო შვილების ცხოვრებისეულ ეპიზოდებს. პროექტის ,,შევიცნო ჩემი ქალაქი" მიზანიც სწორედ ეს არის. 07.02.2019 წელს ვესტუმრეთ სახელგანთქმული კომპოზიტორის სახლ-მუზეუმს, ვესტუმრეთ და აღფრთოვანებული დავრჩით ხარების ტაძრის მეზობლად, რიონისპირა პატარა სახლისა და მის მკვიდრთა ისტორიების მოსმენით. მიხარია, რომ ჩემი პატარები ადრიდანვე ეზიარებიან ქართულ კულტურასა და ხელოვნებას!