საჩვენებელი გაკვეთილი თემაზე-არსებითი სახელის ბრუნება
N 2
11.12 2018
მასწავლებლის სახელი , გვარი : თამარ ბერაძე
პირადი ნომერი : 56001000413
საგანი : ქართული
სწავლებლის საფეხური /კლასი : დაწყებითი III
მოსწავლეთა რაოდენობა : 23
გაკვეთილის თემა : გრამატიკა - არსებითი სახელის ბრუნება
გაკვეთილის მიზანი : მოსწავლემ შეძლოს ძირითადი ენობრივ-გრამატიკული საშუალებების სათანადოდ გამოყენება.
მოსწავლემ უნდა გაიგოს და შეისწავლოს, რომ არსებითი სახელი დაბოლოებას იცვლის - იბრუნვის.
გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან;
ქართ.დაწყ.(I).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს სათანადო სამეტყველო ქცევის გამოვლენა ნაცნობ საკომუნიკაციო სიტუაციაში.
· ადეკვატურად რეაგირებს ნაცნობ სამეტყველო სიტუაციაში;
· ადეკვატურად აღიქვამს ინფორმაციას;
ქართ.დაწყ.(I).15. მოსწავლემ უნდა შეძლოს წერის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.
· • გადაიკითხავს და ჩაასწორებს საკუთარ ნაწერს, ჩაამატებს, ამოშლის ან გადასვამს ტექსტში სასურველ სიტყვას ან წინადადებას;
N
|
აქტივობის მიზანი და აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი / მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა / ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო (წთ)
|
1
|
აქტივობა1-კლასის ორგანიზება
(მიზანი:)- მოსწავლეების მზაობა გაკვეთილისათვის.
· გავაცნობ მოსწავლეებს გაკვეთილის მიზნებსა და შეფასების რუბრიკებს.
|
ვერბალური ახსნა.
|
მთელი კლასი.
|
შეფასების რუბრიკები ;
დანართი ( 1)
|
1 წთ
|
2
|
.აქტივობა-2 დავალების შემოწმება.
(მიზანი): მოსწავლეთა ცოდნის დონის შემოწმება.
რამდენიმე მოსწავლეს წავაკითხებ საშინაო დავალებას, განვიხილავ. კლასს მივმართავ შეკითხვით:- განსხვავებულად შესრულებული დავალება ხომ არ აქვს ვინმეს?
|
ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება
|
მთელი კლასი.
|
საშინაო დავალების რვეული.
|
3წთ
|
3
|
აქტივობა:-3. წინარე ცოდნის გააქტიურება ,,სლაიდი“
(მიზანი) მოსწავლეები გაიხსენებენ: 1. შესწავლილ მეტყველების ნაწილებს; 2. რას ეწოდება არსებითი სახელი; 3. რა კითხვები დაესმის; 4.გაასწორებენ შეცდომებს(ვინ? და რა? კითხვების სვეტში სწორად მიუთითებენ შესაბამის არსებით სახელებს);
5.ბავშვებს ვთხოვ სათითაოდ სწრაფად უპასუხონ ჩემ მიერ დასმულ შეკითხვებს: - სულიერია თუ უსულოა- ბავშვი? ბურთი? გოგონა? მინდორი? პეპელა? ფოთოლი? სოკო? ძაღლი?
6. რამდენ საგანს აღნიშნავს მხოლობითი რიცხვი? მრავლობითი?
|
ვერბალური ახსნა
ვიზუალური თვალსაჩინოების გამოყენებით.
|
მთელი კლასი.
|
ვიზუალური სქემა-სლაიდი
პროექტორი,
კომპიუტერი
|
8 წთ
|
4
|
აქტივობა-4 მოსმენა, კითხვა მეტყველება;
(მიზანი) კონკრეტულ მაგალითებზე დაკვირვების შემდეგ ზოგადი წესის ჩამოყალიბება.
ბავშვების ყურადღებას შევაჩერებ კომიქსზე (გვ.69), რომელშიც მოცემულია ნახატები და ტექსტები, კერძოდ, გვხვდება სიტყვა ,,დევი“ შვიდი სხვადასხვა ფორმით;
დავსვამ შეკითხვებს და პასუხს წავაკითხებ სხვადასხვა მოსწავლეს:
-სულ რამდენი პატარა ტექსტია? (შვიდი)
-რას ამბობს დევი? (მე დევი ვარ!)
-ყვავი რას ნატრობს? (ნეტავ, დევმა გაიმარჯვოს!)
-რა იკითხა ბავშვმა პირველად? (კოპალა დევს დაამარცხებს?)
-რა უპასუხა მას დედამ? (დევის დამარცხება ძნელია!)
-რას ამბობს გაოცებული კაცი, რომელიც დევისა და კოპალას ორთაბრძოლას უყურებს? (დევით შეშინებულ ხალხს კოპალა ეხმარება!)
-ბავშვს რა აზრი აწუხებს? (კოპალამ რომ წააგოს, დევადგადაიქცევა?)
-რას ეუბნება დევს კოპალა? (დევო, მიფრთხილდი!)
კითხვა-პასუხის პარალელურად ფლიფჩარტზე ჩამოვწერ ბავშვების მიერ ამოკითხულ პასუხებს და ერთ-ერთ მოსწავლეს ვთხოვ, შვიდივე წინადადებაში იპოვოს და გახაზოს არსებითი სახელი- ,,დევი“;
შევარჩევ სხვა მოსწავლეს და ვთხოვ, ყველა ხაზგასმული სიტყვა თანმიმდევრობით წაიკითხოს (დევი, დევმა, დევს, დევის, დევით, დევად, დევო)
|
ამორჩევით კითხვის სტრატეგია
|
მთელი კლასი.
|
ფლიფჩარტი, მარკერი, პლაკატი,
სახელმძღვანელო-ქართული, ნ. გორდელაძე, თ. კუხიანიძე
|
8წთ
|
5
|
აქტივობა-მინილექცია
,არსებითი სახელის ბრუნება“
(მიზანი)ახალი გრამატიკული მასალის ათვისება)
მოსწავლეებს ვთხოვ, ჩაიხედონ წიგნში და მოძებნონ, რა წერია კომიქსის ქვეშ და დავსვამ კითხვას:
-რა ეცვლება ბრუნებისას არსებით სახელს? (დაბოლოება)
-რამდენჯერ აბრუნებ არსებით სახელს ქართულ ენაში?
-რომელ რიცხვშია არსებითი სახელი ,,დევი“ ამ წინადადებებში?
|
კონკრეტულ მაგალითებზე დაკვირვება
ჩუმი კითხვა
|
მთელი კლასი.
|
ფლიფჩარტი, მარკერი, პლაკატი,
|
5წთ
|
6
|
აქტივობა-6 ჯგუფური მუშაობა
მიზანი:ერთმანმეთის დახმარებით შეძლონ სწორად მსჯელობა; ურთიერთთანამშრომლობა.
დავალებები:
I ჯგუფი- არსებითი სახელი ,,დევი“ მხოლობითი რიცხვიდან გადაიყვანე მრავლობით რიცხვში.
II გუფი- გაასწორეთ ხაზგასმული შეცდომები
III ჯგუფი- შეუსაბამე ზმნები არსებით სახელებს
IV ჯგუფი-ჩასვით სიტყვა ,,თაგვი“ შესაბამის ბრუნვაში
|
ურთიერთსწავლების მეთოდი
|
ჯგუფური
|
ფერადი ფურცლები,
თაბახის ფურცლები, მარკერი, სახელმძღვანელო; ქართული ენა ,ნინო გორდელაძე.
თინათინ კუხიანიძე.
|
7წთ
|
7
|
აქტ.7. პრეზენტაცია.
(მიზანი) მოსწავლეები წარადგენენ ნამუშევრებს.
|
ნამუშევრების პრეზენტაცია და შეფასება
|
მთელი კლასი.
|
ადამიანური რესურსი.
|
3სთ
|
8
|
აქტივობა -8 გაკვეთილის შეჯამება;
ვაჯამებ გაკვეთილს და ვეკითხები მოსწავლეებს:
· რა შევისწავლეთ დღევანდელ გაკვეთილზე?
· რამდენი ბრუნვაა ქართულში?
· შესაბამისად, რამდენჯერ იცვლება დაბოლოება?
· რომელი აქტივობა მოგეწონათ ყველაზე მეტად?
· რა გაგიჭირდათ?
· რაში გამოვიყენებთ?
|
მთელი კლასი
|
ადამიანური რესურსი.
|
3წთ
| |
9
|
აქტივობა 9 ვაფასებ მოსწავლეებს;
აქტივობა -10 საშინაო დავალება
გვ.69- წერითი დავალება N2მოცემული სიტყვების გამოყენებით შეადგენენ წინადდადებებს
|
ვაფასებ მოსწავლეს განმავითარებელი კომენტარით.
|
მთელი კლასი.
|
ადამიანური რესურსი.
|
2წთ
|
ხელმოწერა :
თარიღი :
დანართი(1)
შეფასების რუბრიკა
ჩართულობა
კრიტერიუმები
|
დიახ
|
არა
|
ნაწილობრივ
|
საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის ხარისხი მაღალია.ყოველთვის უსმენს და თვალყურს ადევნებს მასწავლებელს.
| |||
იჩენს ინტერესს თემისადმი. ადეკვატურად პასუხობს დასმულ შეკითხვებს.
| |||
მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს.
|