среда, 26 июня 2019 г.

სამოდელო გაკვეთილი ,,ჩხიკვთა ქორწილი"




გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი, გვარი, /: თამარ ბერაძე, 56001000413
სწავლების საფეხური / კლასი III
მოსწავლეთა რაოდენობა  23
გაკვეთილის თემა:   ,,ჩხიკვთა ქორწილი“
გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული გაკვეთილი
გაკვეთილის მიზანი:    მოსწავლემ შეძლოს ტექსტის შინაარსის გაგება-გააზრება,პერსონაჟის დახასიათება, განუვითარდება ინტერპრეტაციის (ახსნის, განმარტების უნარი)
დაინახავენ ისტის გამოყენების უპირატესობას.
შეძლებენ მულტიმედია ტექსტების აღქმაგააზრებას, ინტერპრეტირებასა და გამოყენებას.
გამჭოლი კომპეტენცია:  წიგნიერება, მედიაწიგნიერება.
... განსაზღვრული მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები.
კავშირი საგნობრივ  სტანდარტებთან:
ქართ.( I). 3. მოსწავლემ უნდა შეძლოს პირადი დამოკიდებულების გამოხატვა ტექსტის თემის, მასში განხილული საკითხების მიმართ; მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟების, მათი ქცევის შეფასება და საკუთარი თვალსაზრისის ახსნა.  აღწერს და ახასიათებს პერსონაჟებს თვალსაჩინო ნიშნების მიხედვით.
ქართ.( I). 7. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა და გაგება-გააზრება; ტექსტში ვერბალური და არავერბალური ფორმით მოწოდებული ინფორმაციის (მაგ; ილუსტრაციისა და ტექსტის/მულტიმედიისა და ტექსტის) ურთიერთდაკავშირება/შედარება

ისტის ტექნ. I.2. ავლენს დადებით დამოკიდებულებას ისტ-ის, როგორც  თანამშრომლობის, საკუთარი ცოდნის გაღრმავების, ინტერესებისა და მისწრაფებების მიმართ.
პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები:
წიგნიერება- განივითარებენ იდეებისა და მოსაზრებების გამოთქმის უნარს (კითხვა), ინფორმაციის დამუშავების უნარს (წერა).
მედიაწიგნიერება - შეძლებენ, ერთი მხრივ, მულტიმედია ტექსტების აღქმა-გააზრებას,  ინტერპრეტირებას, გამოყენებას,  მეორე მხრივ, სწორი არცევანის გაკეთებას, ანუ ინფორმაციის გაფილტვრას და მიღებული ინფორმაციის კრიტიკულად შეფასებას.


N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა
სასწავლო რესურსები
დრო
1
აქტივობა  -1
მასწავლებელი ესალმება კლასს და აგვარებს საორგანიზაციო საკითხებს
გაკვეთილის მიზნისა და შეფასების რუბრიკის გაცნობა.
აქტივობა-2
მოსწავლეებმა უკვე იციან ვაჟა-ფშაველას ,,ჩხიკვთა ქორწილი“ I-II-III-IV თავები; ვაჩვენებ სლაიდს, სადაც ნათლად წარმოჩნდება, თუ ვინ იყო ბუნების დიდი მგოსანი ვაჟა-ფშაველა (ლუკა რაზიკაშვილი), დაინახავენ და გაიხსენებენ მის ფიზიკურ და სულიერ კავშირს ბუნებასთან. კიდევ ერთხელ გაამახვილებენ ყურადღებას უკვე შესწავლილ მხატვრულ ხერხზე (გაპიროვნება); გაკვეთილის შესაჯამებლად,
მოსწავლეთა პროვოცირების მიზნით, დავარიგებ ბარათებს შეკითხვებით, რომლებითაც  მოსწავლეები გაიხსენებენ ტექსტიდან მნიშვნელოვან დეტალებს და შეავსებენ ,,დროის ღერძს“ 
შეკითხვები წყვილებისათვის:
1.     როგორ დაიწყო ჩხიკვთა ქორწილი?
2.     ჩამოთვალეთ პერსონაჟები, რომლებიც ტექსტის პირველ ნაწილში შეგვხვდა;
3.     აღწერეთ ქორწილის სუფრა, რატომ არის სუფრა ასეთი?
4.     რა მიართვა ძღვნად კოდალამ ნეფე-დედოფალს?
5.     ვინ აირჩიეს ფრინველებმა თამადად და რომელი პერსონაჟი შეემატა ზღაპარს?
6.     ამჯერად რა ჩაიდინა კოდალამ და რა დამართა თაგუნას?
7.     რას გვიამბობს მწერალი ბულბულის შესახებ?
8.     ვინ მიეგება წინ არწივს საქორწილო სუფრასთან მოსაწვევად და როგორ შეხვდა მეფეს ფრინველთა გუნდი?
9.     რა ამტკიცებს იმას, რომ ყველაზე თამამად კოდალა იქცეოდა?
10. რა ბედი ეწია თამამ კოდალას? რომელ მხატვრულ ხერხს იყენებს მწერალი?
11. რა მოინდომა მელაკუდამ? რომელი სიტყვით გამოხატა მისი ხასიათი  მწერალმა?
დანართი-1

ვერბალური კომუნიკაცია






მინილექცია



კითხვა-პასუხი























მთელი კლასი




იდივიდუალური
წყვილები










მთელი კლასი
ფორმატის ფურცელი,
მარკერი,
შეფასების რუბრიკა.

სლაიდი










სახელმძღვანელო (ნ.გორდელაძე; თ. კუხიანიძე ;  ,,ქართული“)








ივსება  ,,დროის ღერძი“




2 წთ












10 წ
2
აქტივობა-3
მოსწავლეებს მივმართავ: ტექსტი უკვე შევაჯამეთ, ახლა ყურადღებით ვუყუროთ და მოვუსმინოთ  მულტფილმს ,ჩხიკვთა ქორწილი“ და შევადაროთ ტექსტს.
მულტფილმის  ჩვენება;
პროექტორით აჩვენებ  მულტფილმს, რომელიც  6 წუთს გაგრძელდება, შემდეგ მოსწავლეებს შევთავაზებ  აქტივობას- T- დიაგრამა, რომელსაც შევავსებთ დაკვირვებით- რა განსხვავებას ვხედავთ ტექსტსა და მულტფილმს შორის?
აქტივობა დაახლოებით ასეთ სახეს მიიღებს:
ზღაპარი: ჩხიკვებს ჯვარს სწერს მოხუცი ჩხიკვი თომა და ლოცავს მათ;
ფილმი: ჯვრისწერის ეპიზოდი არ ჩანს;
ზღაპარი: თამადად ჩხიკვ თომას ირჩევენ;
ფილმი: ნეფე-დედოფალს ლოცავს არწივი; თამადაც არწივია;
ზღაპარი: ჯერ წრუწუნა სტუმრობს ქორწილს, შემდეგ კი- ბულბული;
ფილმი: ჯერ ბულბული ჩნდება და ლოცავს  ნეფე-დედოფალს, შემდეგ კი - წრუწუნა;
ზღაპარი: კოდალა მეტად ახირებული და თამამი პერსონაჟია;
ფილმი: კოდალა დინჯი და მოკრძალებულია, მხოლოდ წრუწუნას აძალებს ღვინოს;
ზღაპარი: ტექსტში მსუნაგი და ცბიერი მელა მარტო მოქმედებს და ცდილობს დედოფლის მოტაცებას;
ფილმი: გაიძვერა მელაკუდას ბოროტი და ბარტყებისჭამია  ყვავი ეხმარება.
დავსვამ რამდენიმე შემაჯამებელ შეკითხვას:
თქვენი აზრით, ფილმი უფრო ადრე შეიქმნა თუ ზღაპარი?
რომლის დასასრული უფრო მოგწონთ? რატომ?
თქვენი აზრით, რატომ არის ასეთი განსხვავება ფილმსა და ტექსტს შორის, რას ამჩნევთ?
დანართი 2.

ვერბალური კომუნიკაცია,
ვიზ უალიზაცია


























მთელ კლასთან
მულტფილმის ჩვენება



















ფლიფჩარტი
მარკერი







ივსება ,,T- დიაგრამა“

12 წ
აქტივობა-4
ჯგუფური მუშაობა.
მოსწავლეებს დავყოფ 5-6 კაციან ჯგუფებად და  შევთავაზებ  სამუშაოს: ბარათებზე ჩამოწერილ პერსონაჟთა სახელებს დავუნაწილებ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით და ვთხოვ, გაიხსენონ ტექსტიდან და მულტფილმიდან პერსონაჟის დამახასიათებელი თვისებები, რომლებსაც ჩამოწერენ წინასწარ დამზადებულ სქემაში--,, დაამყარე კავშირები“;
I ჯგუფი-დაახასიათებს კოდალას;
II ჯგუფი-დაახასიათებს წრუწუნას;
III ჯგუფი-დაახასიათებს არწივს;
IV ჯგუფი-დაახასიათებს მელაკუდას.

აქტივობა-5
პრეზენტაცია

აქტივობა-6
ვაჯამებ გაკვეთილს და ვეკითხები მოსწავლეებს: რა გავაკეთეთ დღევანდელ გაკვეთილზე?
 რომელი აქტივობა მოგეწონათ ყველაზე მეტად?  რა გაგიჭირდათ?
 რამ დაგაინტერესათ?
რა შევისწავლეთ ?
 რაში გამოვიყენებთ?
რას ფიქრობთ, მივაღწიეთ თუ არა მიზანს?

 აქტივობა-7
მოსწავლეებს ვაძლევ საშინაო დავალებას, მოიძიონ მცირე ინფორმაცია იმ ცხოველის ან ფრინველის შესახებ, რომლის მხატვრულ სახეზეც გაკვეთილის დროს იმუშავეს.
აქტივობა-8
თვითშეფასება;
მოსწავლეთა შეფასება;
შეფასება-,,ჯადოსნური ყუთი კითხვის მოყვარულთათვის“




მოსწავლეთა მუშაობაზე დაკვირვება









პრეზენტაცია


კითხვა-პასუხი









მასწავლებლის კომენტარი;



განმავითარებელი კომენტარით შეფასება
ჯგუფები



















მთელი კლასი





მთელი კლასი
წინასწარ დამზადებული სქემები ;

















თვითშეფასების კითხვარი




საბავშვო ენციკლოპედია
კომპიუტერი


6 წთ













4 წთ










3 წთ








1 წთ



2 წთ












,,დაამყარე კავშირი ,,                  ზღაპარი              პერსონაჟი----------------------                                   მულტფილმი                                                                                                                                             
 




















T დიაგრამა
 



















                                                                                                                                                                
დროის ღერძი